ბერლინში მამაკაცი სავაჭრო ცენტრში ბანკს თავს დაესხა

ბერლინში, ბანჰოფშტრასზე მდებარე სავაჭრო ცენტრში განთავსებულ ერთ-ერთი ბანკის ფილიალს მამაკაცი თავს დაესხა. მიმდინარეობს ოპერაცია, ადგილზე 200 პოლიციელი მუშაობს.

სავაჭრო ცენტრი ამ დროისთვის ევაკუირებულია. აღნიშნული რაიონი სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ.

პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ ბანკში სამი ადამიანი იმყოფება, მათ შორის დამნაშავე. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის მოთხოვნების შესახებ მათთვის ჯერ არაფერია ცნობილი. თუმცა, პოლიცია დამნაშავესთან კონტაქტზე უკვე გავიდა.

სამართალდამცველები ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა დამანაშავესთან ერთად მყოფი ორი ადამიანი მძევალი. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა