თენგიზ ცერცვაძე - გადადგომის შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ  არ განმიცხადებია, ჩემთვის ვფიქრობდი

ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს მომენტი, როდესაც ჩათვლის, რომ ხომ არ სჯობს, გადადგეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, თანამდებობის დატოვებაზე ფიქრობდა, თუმცა ამის შესახებ არსად განუცხადებია.

„მე არცერთხელ არ განმიცხადებია, რომ გადადგომას ვაპირებდი. ასეთი რამ მე არ მითქვამს. ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ ეს არ განმიცხადებია, ჩემთვის ვფიქრობდი, რა სჯობდა - გადავმდგარიყავი, თუ გამეგრძელებინა საქმიანობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრთან გადადგომის საკითხზე არ უსაუბრია.

„პრემიერ-მინისტრთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, არაიშვიათად გვიწევს შეხვედრები პრემიერთან, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ დაავადების მართვის ოპტიმიზაციაზე. არცერთხელ ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია და არც მას არ უსაუბრია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა