დონალდ ტრამპმა კორონავირუსის სტიმულირების ახალ პაკეტზე კონგრესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სტიმულირების ახალ კანონპროექტზე კონგრესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

"ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, შეწყვიტონ მოლაპარაკებები არჩევნების დასრულებამდე და როგორც კი გავიმარჯვებ, მივიღებთ სტიმულირების მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება მშრომელ ამერიკელებსა და მცირე ბიზნესზე”, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების კანონპროექტზე მუშაობის დაჩქარების ინიციატივით გამოდიოდა.

„ჩვენს დიდებულ ამერიკას სურს და სჭირდება სტიმული. ვიმუშაოთ ერთად და შევასრულოთ”, - წერდა ტრამპი შაბათს სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ის კორონავირუსზე მკურნალობდა.

ტრამპის გადაწყეტილებას სტიმულირების კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ „დემოკრატების“ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, ამ ნაბიჯით ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას ვირუსის დამარცხება არ სურს.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი ფერები: საკუთარი თავი ქვეყნის ხარჯზე პირველ ადგილზე დააყენა. კორონავირუსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოლაპარაკებებზე უარის თქმამ ცხადყო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვირუსის განადგურება არ სურს,“ - აღნიშნა პელოსიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა