ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 906 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 41 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსს 819 პაციენტი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ბრაზილიაში კოვიდ 19-ის 4.9 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 147 494 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით კი, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა