სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ხარჯავს „შავ ფულს“ იმისთვის, რომ მოახდინოს ოპონენტების დისკრედიტაცია და მათი ერთ-ერთი სამიზნეა „ევროპული საქართველო“

„ქართული ოცნება“ ხარჯავდა და ხარჯავს „შავ ფულს“ იმისთვის, რომ მოახდინოს ოპონენტების დისკრედიტაცია და მათი ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ „ევროპული საქართველო“. მთავარი ამოცანა ამ კამპანიის არის „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობად“ წარმოჩენა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ მოხსენებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობაა სოციალურ მედიაში პოლიტიკური პარტიების აქტიურობის მხრივ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ყველა ოპოზიციური ძალა წარმოაჩინოს, როგორც მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფები.

„მოხსენებაში მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალები და პირველ რიგში „ქართულ ოცნება“, ე.წ.ყალბ გვერდებს იმისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ოპონენტების დისკრედიტაცია. „ევროპული საქართველო“ ეხმიანება ამ მოხსენებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომ მოახდინოს ყველა პოლიტიკური ძალის გაიგივება და წარმოჩენა, რომ თითქოს ისინი არიან ერთად, ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში და როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ეს არის მათი გადარჩენის გზა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდება.

„ეს ბევრჯერ უკვე ნაცადი ფანდი მათ აღარ გაუვათ და ამჯერად ისინი დამარცხდებიან არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით დოლარი დაიხარჯა დისკრედიტაციის კამპანიაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიას რამდენიმე „ფეისბუქ“ გვერდი ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა