კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე  ცენტრალური პარკის განთავსების სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განსათავსებლად შესაბამისი სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები.

„დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლი წლების განმავლობაში და ჩვენ ამ ტენდენციას ვაგრძელებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, სადაც ადამიანებს არ ექნებათ ჯანმრთელობის სახით ის პრობლემები, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით არის გამოწვეული.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს და უშუალოდ სამუშაოებს, მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, რომ 19 ოქტომბერს იწყება უშუალოდ სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის დასრულებას და ეტაპობრივად ყოველთვის მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური პარკი იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს