„თავისუფალი საქართველო“ - საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების მიმართ უსამართლობა გრძელდება

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების მიმართ უსამართლობა გრძელდება.

„თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერის, კახა კუკავას და საფინანსო კოპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელობა სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, რეალურად არ ხდება დანაშაულებრივი სქემის სრულყოფილად გამოძიება და 2300-ზე მეტი მენაბრე დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი უფლების აღდგენას.

„კომპანიის დირექტორის განცხადებით, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, მას მეანაბრეების თანხები ხელისუფლების თანამდებობის პირებმა დაათმობინეს და ესაა მიზეზი, რის გამოც კომპანია გაკოტრდა. მაგრამ ამ მიმართულებით გამოძიებას საერთოდ არ უმუშავია“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მან საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს სამართლებრივ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებისგან საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას და მეანაბრეებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს.

დაზარალებული მეანაბრის ლიკა ლომთათიძის განცხადებით, მეანაბრეების მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„სახეზე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურების აშკარა, სისტემური ხარვეზები და დანაშაულები. მივაღწიეთ იმას, რომ დაზარალებულის სტატუსით ვმონაწილეობთ საქმეში, თუმცა, პროცესი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ჭიანურდება, რის გამოც ჩვენი მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო მძიმდება“ - აცხადებს ლიკა ლომთათიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა