ოპოზიციის პარტიების გადაწყვეტილებით, სპეციალური სისტემა შეიქმნება, სადაც კენჭისყრის დღეს არსებული დარღვევების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში ხმების დაცვის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ხმების დაცვის შტაბის უფროსმა პაატა დავითაიამ განაცხადა, არჩევნების დღეს შეიქმნება სპეციალური სისტემა, სადაც შესაძლებელი იქნება კენჭისყრის დღეს არსებული დარღვევების გამოქვეყნება.

“დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს შეიქმნება სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც “აიქლაუდის” სისტემაში ატვირთული იქნება ყველა ის დარღვევა, რომელიც იქნება უბანზე. ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც იქნება ოლქში ამ სისტემაში უნდა ატვირთოს ის დარღვევები და ქმედებები, რაც განხორციელებული იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ. მთელ ამ სისტემას კოორდინირებას გაუწევს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, რომელიც ონლაინ რეჟიმში სპეციალურ ეკრანზე ატვირთავს ამ დარღვევებს და ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჟურნალისტისთვის და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის”,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, დღევანდელი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

“ეს არის კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ყველამ ერთიანად უნდა მოვახდინოთ აკუმულირება ყველა პრობლემის და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების სწრაფ რეაგირებასა და გადაწყვეტაში. ეს იქნება “ქლაუდზე” დაფუძნებული სისტემა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინახავს დარღვევას, შეეძლება გამოაგზავნოს ინფორმაცია და ატვირთოს თავისი მტკიცებულებებით და ჩვენ ამაზე მოვახდინთ რეაგირებას. ეს სისტემა არის მაღალი უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ვერანაირი ჰაკერული შეტევა ვერ დააზიანებს და დაგვეხმარება იმაში, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა”,- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა