სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა

სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, სამინისტროში გამართულ, „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის“ სხდომაზე მიიღეს.

,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შეისწავლა ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული, პერინატალური რეგიონალიზაციის დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან, ზემოაღნიშნული დაწესებულებების შესაბამისობის საკითხი. შესწავლა განხორციელდა როგორც დოკუმენტურად, ასევე ადგილზე, სამუშაო ვიზიტებით.

ამ ეტაპზე, პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მოქმედების ვადების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა 13 სამედიცინო დაწესებულება. სააგენტოს მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საბჭომ, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცამეტივე დაწესებულების მოთხოვნა დააკმაყოფილა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი