ირაკლი სესიაშვილი - გაოგნებული ვარ, რუკა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა, გვიმტკიცებდნენ, რომ დაკარგული იყო

ამ მძიმე ფაქტის უკან ვინ დგას, მიზანმიმართული ქმედებით მოხდა, უმოქმედობით თუ დავალებით ამ რუკის შენახვა თუ გადამალვა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქართველო- აზერბაიჯანის დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კომისიის ყოფილი წევრების ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ რუკა, რომელზეც "ამტკიცებდნენ რომ არ არსებობდა, აღმოჩნდა, რომ არსებობს".

"ძალიან მძიმე ბრალდებაა, სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ, გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ რუკა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა, სამართლიანად განგვესაზღვრა საზღვარი ორ ქვეყანას შორის და რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ იყო დაკარგული, არ არსებობდა და ამის გამო ჩვენი პოზიციები იყო წამგებიანი, აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია, ეს რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და საერთო ჯამში, ხელმძღვანელობდნენ იმ რუკით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და რომლის ფარგლებშიც შეიძლება ითქვას, ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 კვადრატულ ჰექტარ მიწაზე, მათ შორის, იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე და ბრალდება მძიმეა და რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ,"- გაანაცხადა სესიაშვილმა.

ელოდება თუ არა ამ საქმის გარშემო ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავებასაც, სესიაშვილი ამბობს, რომ გასარკვევია ამ მძიმე ფაქტის უკან ვინ დგას და მიზანმიმართული იყო თუ არა ეს ქმედება.

"რაც შეეხება ეს იყო მიზანმიმართული ქმედებით განხორციელებული თუ თუნდაც, უმოქმედობით, რამაც ეს მძიმე ზიანი გამოიწვია, ეს გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. ფაქტია, რომ მაშინ, როცა ასეთი ორიგინალი რუკა არსებობდა, რომელიც უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი ამ კომისიის მუშაობის დროს, რომლითაც ორივე ქვეყანას სამართლიანად უნდა მოგვეხდინა საზღვრის დემარკაცია და ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ სურათს და ესეც ფაქტია, როცა ეს კომისია იყენებდა და ხელმძღვანელობდა რუკით, რომელიც შეთანხმებაში არ იყო და საზიანო იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს არის ფაქტი, ამიტომ ამ მძიმე ფაქტის უკან ვინ დგას, მიზანმიმართული ქმედებით მოხდა, უმოქმედობით, თუ დავალებით, მათ შორის, ამ რუკის შენახვა თუ გადამალვა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა