რატი იონათამიშვილი - გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და არა "ნაციონალურ მოძრაობას"

ეს პროცესი საჯაროა და შეგახსენებთ, გამჭვირვალეობაც უზრუნველყო "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა "ქართული ოცნების" შემოწირულობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და არა "ნაციონალურ მოძრაობას."

“როცა “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს იმას, რომ ბიზნესი მხარს არ უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”და უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, ამაზე ჩვენი საზოგადოება თვითონ გამოიტანს დაკვნებს, რადგან შეუძლებელია, რომ მხარი დაუჭირო იმას, ვინც წლების განმავლობაში ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული. ის, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო არის თავისუფალი და საინვესტიციო კლიმატი არის მაღალი სტანდარტის, ამას ვამბობთ არა ჩვენ, არამედ ამაზე საუბარია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგარიშში. სხვა მხრივ, "ქართულ ოცნებას" აქვს მოსახლეობის ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რაც პროპორციულად აისახება ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულნი არიან ბიზნესით და აქვთ შესაძლებლობა შეადარონ როგორი გარემო იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. აქ გასაკვირი არაფერია, რომ ისინი იქნებიან არა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი სატელიტების, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, "ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა