რადიო „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „იმედი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაინფიცირებული გადაყვანილია სტაციონარში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომელი შვილისგან დაინფიცირდა.

„ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომლებთან კავშირი არ ჰქონია.

„რადიო იმედმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული“, - ნათქვამია რადიო „იმედის“ მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა