კომპანია Survation მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევისა  და სამგორის ოლქებში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევას აქვეყნებს

ბრიტანული კომპანია Survation-ი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით თბილისის სამ მაჟორიტარულ ოლქში: მთაწმინდა-კრწანისში, ნაძალადევსა და სამგორში წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 79% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს - 11%, 50-50-ზე - 7%, არ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს მხოლოდ - 3%.

ამავე ოლქში, კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

ბექა ოდიშარია "ქართული ოცნება" - 62%, შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველო" - 24%, საბა ბუაძე "ლელო" - 6%, მალხაზ თოფურია "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, ჯაბა ჯიშკარიანი "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი"- 2%, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -2%.

ასევე, შეკითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 58% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებას", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%, "გირჩი" - 6%, "პატრიოტთა ალიანსი" - 5%, "ევროპული საქართველო" - 5%, "ლელო" - 4%, "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%, "ერთიანი საქართველო" - 3%, "ლეიბორისტული პარტია" - 1%, სხვა პარტია -1%.

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? თითქმის დარწმუნებულია ამ ოლქში გამოკითხულთა - 70%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 12%, 50-50- 13% და არ მიდის არჩევნებზე, ანუ არ მიიღებს მონაწილეობას - 5%.

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნება" - 50%, შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტია" - 25%, ირმა ინაშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 13%, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი "ლელო"- 5%, ირაკლი გუჯაბიძე "დამოუკიდებელი კანდიდატი" - 5%, გია ყრუაშვილი "თავისუფალი საქართველო" - 1%, სხვა კანდიდატი - 1%.

პარტიული რეიტინგი ნაძალადევის ოლქში კი ასეთია:

"ქართული ოცნება" - 52%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%, "პატრიოტთა ალიანსი" - 9%, "ლელო" - 6% ,"ლეიბორისტული პარტია" - 6%, "გირჩი" - 5%, "ევროპული საქართველო" - 5%, "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" -2%, "ერთიანი საქართველო" - 1%.

სამგორის მაჟორიტარული ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 17%, არ მიიღებს მონაწილეობას - 5%, არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

სოზარ სუბარი "ქართული ოცნება"- 55%, ლევან ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 31%, გურამ ნიკოლეიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 6%, ფიქრია ჩიხრაძე "ლელო" - 5%, სანდრო რიჟამაძე "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი"- 1%, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს -2%.

ამავე ოლქში, კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგებია ასეთია:

"ქართულ ოცნება" - 51% აქვს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%, "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"- 12%, "პატრიოტთა ალიანსი" - 8%, "ლელო" - 4%, "ევროპული საქართველო" - 4%, "ლეიბორისტული პარტია" - 2%, "გირჩი" -1%, "ერთიანი საქართველო" - 1%.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა