კომპანია Survation მარნეული-გარდაბნის, ქუთაისის და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევას აქვეყნებს

ბრიტანული კომპანია Survation, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით, მარნეული-გარდაბნის, ქუთაისისა და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მარნეული-გარდაბნის ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%, 50-50- 13% და არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ამავე ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:

ზაურ დარგალი "ქართული ოცნება" - 56%; აზერ სულეიმანოვი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%; აჰმედ იმამკულიევი "ევროპული საქართველო" - 5%; მურად მურადოვი "ლელო" - 5%; ალი ბადიროვი "ლეიბორისტული პარტია" - 1%;

პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 54% ; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42% ;

"ევროპული საქართველო" - 2% ; "ლელო" - 1%; "ლეიბორისტული პარტია" -1%.

რაც შეეხება ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქს, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%.

ამავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

54% პასუხობს, რომ აირჩევდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს. გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია" - 32% ; ოთარ კახიძე "ევროპული საქართველო" - 6% ; ანა ნაცვლიშვილი "ლელო" - 5%; თორნიკე მარჯანიშვილი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - 1%; ნონა ასათიანი "პატრიოტთა ალიანსი" - 1%; მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ამავე ოლქში, შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 48%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26%; "ევროპული საქართველო" - 9%; "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" - 6%; "ლელო" - 4%; "პატრიოტთა ალიანსი" - 4%; "ლეიბორისტული პარტია" - 3%.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? შედეგები ასეთია :

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 18%, 50-50- 12%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 5%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? დავით სონღულაშვილი "ქართული ოცნება" - 64%; ლევან ბეჟაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23%; გიორგი ღვინიაშვილი "ევროპული საქართველო" -7%; ეკა ქვლივიძე "ლელო" - 3%. სოსლან გარსევანიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი -1%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება" - 66%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22%; "ევროპული საქართველო" - 3%. "გირჩი" -2%; "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" ასევე - 2%; "ლეიბორისტული პარტია" -1%; "ლელო" -1%. სხვა პარტია - 1%.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი.

კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში. ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა