გიორგი მარგველაშვილი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების მიმართ თბილისის შეთავაზებაზე - სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს მხრიდან სწორი ნაბიჯია იმის შეთავაზება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები თბილისში გამართულიყო.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა არარეალისტურია.

„შეთავაზება რომ უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც და პრეზიდენტისგანაც, ეს სწორი ნაბიჯია. სამი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო რომ მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშო. სწორი ნაბიჯია მათგან შეთავაზება. შეთავაზებას რომ ვერ გამოეხმაურებოდნენ, ესეც რეალობაა იმიტომ, რომ შეთავაზების და მოლაპარაკების აქტორები არიან ამ საერთაშორისო კონტექსტში არამარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, რეალურად უფრო ფართოა არეალი ამ გეოპოლიტიკური თამაშის და მასში არიან თურქეთიც და რუსეთიც და მათი შეხვედრა საქართველოში, სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, უნდა გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები პრეზიდენტსაც და პრემიერსაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა