გაერთიანებული სამეფო ნავალნის საქმესთან დაკავშირებთ რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესების ინიციატივას უერთდება

გაერთიანებული სამეფო უერთდება გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივას, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერის სამხედრო დონის ნერვული აგენტით მოწამვლის მტკიცებულება „უდავოა.“

„რუსეთის ხელისუფლება არ ცდილობს, გამოიძიოს ეს თავდასხმა. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ მოვამზადოთ სანქციები, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის იმ ოფიციალური თუ სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დანაშაულში პასუხისმგებელ პირებად ითვლებიან, ასევე მათ წინააღმდეგ, ვინც ქიმიურ იარაღ „ნოვიჩოკის“ პროგრამის განვითარებაში მონაწილეობენ,“- აღნიშნულია დომინიკ რააბის განცხადებაში.

გუშინ, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროპელ პარტნიორებს რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შესთავაზებენ, რაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საკითხთან იქნება დაკაშირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა