ტექნოლოგიები პანდემიის პირობებში - რას სთავაზობს ბიზნესს პროგრამა „ბალანსი“

ბოლო თვეებში კორონა ვირუსის პანდემიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონია გლობალურ ბიზნესზე. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. დასაქმებულების დიდი ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც. კომპანიების დიდმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის აქტიურ ფაზაში თანამშრომლები დისტანციური მუშაობის ფორმაზე გადაეყვანა. ამ პერიოდში ბიზნესის გადარჩენის კუთხით განსაკუთრებული როლი ითამაშა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა, მათს შორის კი ღრუბლოვანმა - ე.წ. ქლაუდ (cloud) ტექნოლოგიამ.

ქლაუდ ტექნოლოგია ახალი არ არის, ის დაახლოებით 20 წელია უკვე შექმნილია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. 1999 წელს მარკ ბენიოფმა დააარსა კომპანია „სეილსფორსი“ (Salesforce) - პირველი ქლაუდ სერვისის მომწოდებელი კომპანია SaaS მოდელით. მას შემდეგ ტექნოლოგია დაიხვეწა, გაფართოვდა გახდა უფრო მოქნილი და ფუნქციონალური. მას 2020 წლამდეც დიდი დატვირთვით იყენებდნენ განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებში, თუმცა პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მასზე მოთხოვნა. JPMorgan-ის ანგარიშის თანახმად, ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტ “Zoom”-ის ყოველდღიური გამოყენება პანდემიის პერიოდში 300%–ზე მეტით გაიზარდა. 18 მარტს მაიკროსოფტმა გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც წერია, რომ “Teams”-ში მხოლოდ წინა კვირას 12 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა. Mirae Asset-ის ანგარიშის მიხედვით ჩინეთში ქლაუდ ტექნოლოგიაზე გაწეული ხარჯები 2020 წელს 58%-ით გაიზრდება, რაც 19 მილიარდი დოლარს შეადგენს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქლაუდი აღმოჩნდა ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელმაც პანდემიის პერიოდში ბიზნესის ფუნქციონირებას შეუწყო ხელი.

პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე

ქართული საბუღალტრო და მენეჯერული აღრიცხვის პროგრამა „ბალანსიც“ ქლაუდ ტექნოლოგიაა. ბალანსი არის BDO-ს საავტორო პროდუქტი - 1C 8.3 პლატფორმაზე შექმნილი სრულად ქართული პროგრამა. იგი უკვე 5 წელია რაც ბაზარზეა. პროგრამა საწყის ეტაპზე ლოკალური და ქსელური ვერსიით გაეშვა. 2017 წელს კი დაემატა ქლაუდ ვერსიაც. დღეისათვის უკვე 200-მდე კომპანია წარმატებით იყენებს ბალანსის ქლაუდ ვერსიას. პროგრამის ფუნქციონალი ლოკალური და ქლაუდ ვერსიების შემთხვევაში იდენტურია, თუმცა განსხვავებაა პროგრამაზე წვდომის ფორმასა და გადახდის პოლიტიკაში. ქლაუდის მომხმარებლები რეგისტრირდებიან ბალანსის ოფიციალურ საიტზე და ქმნიან პირად სამუშაო სივრცეს - მომხმარებლის „კაბინეტს“. კაბინეტში ამატებენ კომპანიებს - რეალური სამუშაო ბაზებით, იღებენ ავტომატურ ინვოისებს, იწვევენ თანამშრომლებს შესაბამისი კომპანიის ბაზაში სამუშაოდ და ამატებენ უფასო სადემონტრაციო ბაზებს.

ქლაუდი არის სერვისი, შესაბამისად გადახდის ტიპიც არის ყოველთვიური ან ყოველწლიური, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო კომფორტულია მომხმარებლისთვის. მომხმარებელი წინასწარ იხდის ერთი თვის (ან წლის) საფასურს და იღებს პროგრამით სარგებლობის უფლებას. თუ აღარ სურს პროგრამით სარგებლობა, უბრალოდ წყვეტს გადახდას.

მენეჯერებისა და ბუღალტრების ერთიანი სამუშაო სივრცე

ყველაფერთან ერთად, ბალანსი მეტია, ვიდრე ტრადიციული საბუღალტრო პროგრამა. იგი უფრო მინი ERP ტიპის პროგრამული უზრუნველყოფაა. ეს ნიშნავს რომ ბალანსში გაერთიანებულია ბუღალტერია, საწყობის პროგრამა, მაღაზიის პროგრამა, ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგი. მაგალითად, წარმოების აღრიცხვის შემთხვევაში წარმოების ოპერატორის მიერ პროგრამაში შეყვანილი პირველადი მონაცემები აისახება ბუღალტერიაშიც. ბუღალტრის მეირ დამუშავებულ ინფორმაციას თვალს ადევნებს ფინანსური მენეჯერი, დირექტორს კი შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რეპორტი მიმდინარე მონაცემებით 1 კლიკში... რომ შევაჯამოთ, ბალანსის მომხმარებლები არიან როგორც მოლარე-ოპერატორები, საწყობის, მაღაზიის და წარმოების მენეჯერები, ისე ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, დირექტორები და ბიზნესის მფლობელები.

ბალანსი განსხვავებული სფეროებისთვის

როგორც მიხვდით, ბალანსით სრულად არის შესაძლებელი გაყიდვების აღრიცხვა, მარაგების მართვა, მშენებლობისა და წარმოების აღრიცხვა. პროგრამას აქვს მოლარის ინტერფეისი ე.წ. პოსი. ასევე შექმნილია კონკრეტული სფეროსთვის მნიშვნელოვანი ფუნქციონალი. მაგალითად, გეგმა-ფაქტური ანალიზი მშენებლობისთვის, რეცეპტებით აღრიცხვა წარმოებისთვის, ზედნადებების გამარტივებული დამუშავება ვაჭრობისთვის და ა.შ. განსხვავებული ბიზნესისთვის შესაბამისი ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციია სრულად ნახვა შეგიძლიათ ბალანსის ოფიციალურ გვერდზე.

პროგრამული მხარდაჭერა

მომხმარებლების მხარდაჭერის სერვისისთვის ბალანსს აქვს პროგრამაში ჩაშენებული ლაივ ჩატი. რომლის საშუალებითაც, მხარდაჭერის გუნდი ხაზზეა ყოველ სამუშაო დღეს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე. მომხმარებლების შეფასებით, მხარდაჭერის ასეთი ფორმა, ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტურია, ვიდრე, მეილები და სატელეფონო ზარები.

ინტეგრაციის ღია პროტოკოლი

ბალანსი არის ღია სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ინტეგრაცია შესაძლებელია სხვა პროგრამებთან, მაგალითად E-commerce პლატფორმებთან, CRM პროგრამებთან, სასტუმროს ან რესტორნის front პროგრამებთან, ანალიტიკის ინსტრუმენტებთან და ა.შ. ინტეგრაციის საშუალებით იზოგება თანამშრომლების დრო, ასევე, 0-მდე დადის ორ პლატფორმას შორის ინფორმაციის გაცვლისას მონაცემების შეცდომით გადატანის რისკი. მაგალითად, თუ ბალანსი ინტეგრირებულია ონლაინ მაღაზიასთან (საიტთან), გაყიდვის ოპერაციები, რომლებიც ფიქსირდება ონლაინ მაღაზიაში ავტომატურად ისახება ბალანსში როგორც გაყიდვების ისე საწყობის მოდულში და შემდეგ ბუღალტერიაში. ასევე პირიქით, თუ, ვთქვათ ბალანსში რომელიმე პროდუქტს ფასი ეცვლება, ან მცირდება მისი რაოდენობა, ეს ავტომატურად აისახება საიტზეც.

ღია დეველოპმენტისთვის

„ბალანსი“ უკვე 5 წელია, რაც ბაზარზეა, თუმცა თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით პროგრამის ფუნქციონალი ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებულია. პროგრამის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ ანალიტიკოსები და დეველოპერები. გარდა ამისა, თუ რომელიმე კომპანიისთვის გარკვეული ფუნქციონალი მნიშვნელოვანი და საჭიროა, ბალანსის გუნდი ყოველთვის ღიაა კომუნიკაციისა და დეველოპმენტისთვის.

„ბალანსის“ შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ პროგრამის ოფიციალურ საიტზე. აქვე განთავსებულია ბალანსის უფასო 1c დემო ვერსია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა