მარინა ენდელაძე - თბილისში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, ჯერ დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, თუმცა, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დადგენილი რეგულაციები დაიცვან.

„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ჯერ ეს დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა შესაძლოა იმასაც უკავშირდეს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სრულად არ იცავს.

„რეგულაციების დაცვა აუცილებელია. ალბათ, მატყობთ, რომ მეც მიჭირს ნიღბით მეტყველებაც და ყოფნაც, მაგრამ რა ვქნათ, ეს უნდა გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 5-5- ახალი პაციენტია.

გარდა ამისა, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა