დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე - როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გიგი გიგიძის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო და მას სამინისტროსთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პრცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის - მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც სისტემაში მუშაობს, კარგად ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ არ დასრულდება სასამართლო პროცესი, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გიგიაძე აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, - წერს გიგი გიგიაძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო:

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს