მამუკა ჟღენტი - სააკაშვილისთვის ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო გამოიღებდა შედეგს, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა

სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად „შტერული გადაწყვეტილებაა“ მიღებული.

მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას - ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვიღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც ერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს“, - განაცხადა ჟღენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა