ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი, ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს. ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან აცნობეს.

„როგორც პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, დღესაც არ ვერთვებით ჯიგრულ და არაკვალიფიცურ დებატებში და ვთავაზობთ ხელისუფლებას პრობლემების იდენტიფიკაციას და მისი გადაჭრის გზებს. ნაცვლად ადრეული გამოვლენისა, გვაქვს დაავადების დაგვიანებული გამოვლენა. მოუმზადებელმა და გაუმართლებლად დაბალმა ლაბორატორიულმა მოცულობამ, 10 000 ანალიზზე გაიჭედა ლაბორატორიული სისტემა ქვეყანაში, გამოიწვია პასუხების დაგვიანება და ინფიცირებულთათვის ინფორმაციის დროული მიუწოდებლობა. ამან ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას. რამდენი შეიძლება დასნებოვნდეს 100 მცდარი პასუხით, ეს კალკულატორის გარეშეც დაითვლება.

პირველადი ჯანდაცვისთვის ინფორმაციის დროულმა და ადეკვატურმა მიუწოდებლობამ განაპირობა პაციენტებში და კოლეგებში დაბნეულობა, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას“, - განაცხადა კალოიანმა.

მისი თქმით, გამოსავალია: გასატესტი ჯგუფების დროული იდენტიფიკაცია და უწყვეტობა; ლაბორატორიების ტექნიკური რესურსის გაზრდა; ადამიანური რესურსის მობილიზაცია; პირველადი ჯანდაცვის რგოლის უწყვეტი წვრთნა და ტექნიკური მხარდაჭერა.

ამასთან, კალოიანის თქმით, ნაცვლად დროული სამედიცინო მომსახურებისა, გვაქვს დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება

„პაციენტთა ნაკადის გაუმართლებელმა სეგმენტაციამ, დაყოფილმა და ჰიბრიდულმა(სუფთა და ინფიცირებული პაციენტები ერთ სივრცეში) ჰოსპიტალურმა სისტემამ, შეამცირა დროული ხელმისაწვდომობა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე.

ბატონო პრემიერო, რა სამედიცინო აუცილებლობით იყო განპირობებული 79 წლის მძიმე პაციენტის გადაყვანა ბათუმიდან ქუთაისში. რა სპეციფიური დახმარება მიიღო პაციენტმა იქ, რასაც ვერ მიიღებდა ბათუმის კლინიკებში. პაციენტების რეფერალის ძირითად პრინციპებს პირველკურსელი რეზიდენტები სწავლობენ, მათ შორის წიგნებიდან“, - განაცხადა კალოიანმა. .

კალოიანი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მდგომარეობს, გაზაფხულზე, რეგიონალურ ცენტრებში, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, თბილისი, რუსთავი მძიმე და კრიტიკული პაციენტების კონცენტრაცია კარგად აღჭურვილ, ლიცენზირებულ საავადმყოფოებში.

„ეს თავიდან აგვაცილებს ინფექციის მეტ გავრცელებას და მოგვცემს რესურსების მეტად ეფექტურად გამოყენების საშუალებას. საბოლოო ჯამში ეს გადაარჩენს მეტ პაციენტს. - პირველად ჯანდაცვაში არსებული რეგულაციების იმპლემენტაცია. ნაცვლად მოქალაქეების სწრაფი დაბრუნებისა გვაქვს დაგვიანებული დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში, გამოჯანმრთელების კრიტერიუმები შეიცვალა მხოლოდ აფეთქების პიკზე. მანამდე არ იყო ჩატარებული არავითარი სამუშაო ამ მიმართულებით. დღესაც სამედიცინო და საკარანტინო დაწესებულებები არ არიან სრულად ინფორმირებული ამ კრიტერიუმების შესახებ.

გამოსავალია გამოჯანმრკთელების კრიტერიუმების ნათლად გაწერა და მყარი არგუმენტების გარეშე მისი ყოველკვირეული ცვლილებების არ დაშვება; იზოლაციის წესების დახვეწა, ადევატური დანერგვა და მეთვალყურეობა; მოვუწოდებთ მთავრობას საჯარო გახადოს 48 მლნ ლარის ხარჯვის გეგმა და გაიაროს კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან.

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაასრულოს კონფრონტაცია სამედიცინო სექტორთან, გადადოს გვერდზე ამბიციები და შიდა პარტიული ინტრიგები და თავდაუზოგავად ვიშრომოთ პაციენტების გადასარჩენად. ისევე როგორც პანდემიის დასაწყისში ნებისმიერი ფორმით - ფიზიკური, ინტელექტუალური რესურსით - მზად ვართ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში. დრო ცოტაა, ფასი ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეა“, - აცხადებს კალოიანი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს