ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა

ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ჟანინ ანეზმა განაცხადა.

„ჩვენ ვაცხადებთ ეროვნულ კატასტროფის მდგომარეობას გვალვისა და ხანძრის გამო. სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ და არ გვინდა, რომ ის, რაც შარშან მოხდა, განმეორდეს,“ - აღნიშნა ანეზმა.

ბოლივიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 50 აქტიური კერაა და სტიქიამ წელს 600-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.

„ცეცხლი ძლიერდება, თუმცა ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო კრიზისთან გამკლავება რთულდება,“- განაცხადა ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა ფერნანდო ლოპეზმა.

ცნობისათვის, 2019 წელს ხანძარმა ბოლივიის ამაზონში 6 მილიონი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. წელს კი, ამ დრომდე, 1.1 მილიონი ჰექტარია დამწვარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა