„ჯივიპი“ წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ანახლებს

„ჯივიპი“ 2020 წელს დაგეგმილი სარეაბლიტაციო პროექტების ფარგლებში, 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ანახლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ აღნიშნა, ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, არჩილ მეფის, ჩარგლის ქუჩებზე, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში,

,,იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, სრულად იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. პროექტებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვასრულებთ და წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში”, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას ანახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისხმობს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა