მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

„ამჟამად საერთო რაოდენობა გარდაცვლილთა გახლავთ 72. გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა გორში - 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი - 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იხილეთ ვიდეო: აღენიშნებოდათ თუ არა კორონავირუსით გარდაცვლილ 6 პაციენტს თანმხლები დაავადებები?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა