ვენეციის კომისია - მოსაზრებისთვის გვიან მოგვმართეს, კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსპროექტი უკანასკნელი მოსმენით დამტკიცდა

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით 2020 წლის 16 სექტემბერს დამტკიცდა, მეორე მოსმენით კი იმავე წლის 18 სექტემბერს. 2020 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო განცხადებით მიმართა და სთხოვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გამოეთხოვათ კანონპროექტთან დაკავშირებით იქამდე, სანამ მისი დამტკიცება მოხდებოდა. თავის მოთხოვნაში, რომელიც ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცვლილებების პროექტი კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროეტი კომისიის წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში. 2020 წლის 30 სექტემბერს სამდივნოს ეცნობა, რომ, სამწუხაროდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით იმავე დღეს დამტკიცდა.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში მომავალი დახმარებისთვის,“ - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა