ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობაში არ მონაწილეობდა და ე.წ. ოქროს მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატის გიორგი ყიფშიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობაში არ მონაწილეობდა და ე.წ. ოქროს მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს.

როგორც ყიფშიძე განმარტავს, თუკი, გურამ ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ გიგა ტატიაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზეც იგივე ჩვენება გაიმეორეს, რომელშიც ისინი ამბობდნენ, რომ ჩხუბში ტატიაშვილიც მონაწილეობდა, ადვოკატი მათ წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

"ერთადერთი საბოლოო მოთხოვნა გვექნება, დაუყოვნებლივ იქნეს გიგა ტატიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებული და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.

რაც შეეხება ამირხანაშვილის და ბრეგვაძის ჩვენებას, ჩემთვის ეს ფაქტი გასაკვირი არ ყოფილა, ეს ადამიანები ცოტა ხანში, ალბათ, ჩვენ ყველას დაგვადანაშაულებენ ჩხუბში, პირდაპირ დავარქვათ მათი აგენტურული თანამშრომლობა პროკრატურასთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ ადამიანებმა 3-4 თვე არ იცოდნენ, რომ იქ ყველა ჩხუბობდა, იმ უკუნით ღამეში როგორ დაინახეს და დაითვალეს, რომ ყველა ჩხუბობდა. ეს ორი ადამიანი - იაკობ ბრეგავძე და გური ამირხანაშვილი პროკურატურის მითითებებს ასრულებს, რადგან ნამუსი გაუწმინდოს პროკურატურას, მათი სურვილია, როგორმე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ ეს განაჩენი ვერ დადგება, ვინაიდან ტატიაშვილი ცამდე მართალია. „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, ახვლედიანი, ამირხანაშვილი და ბრეგვაძე ამბობენ, რომ ყველა მონაწილეობდა ჩხუბში, მაგრამ ვიდეოკადრები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს. კადრებში ჩანს, რომ ტატიაშვილი უბრალოდ დგას ხელებჩამოშვებული. არ გამოვრიცხავ, რომ სისხლისამსართლებრივი დევნა დაიწყოს მათ წინააღმდეგ, რადგან ცრუ ჩვენების მიცემა ცალსახაა. თუ ამ ორმა ადამიანმა - გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ დაადასტურა ეს ყველაფერი ჩვენს ეპიზოდზეც, ბუნებრივია, ჩვენ მათ წინააღმდეგ განაცხადს შევიტანთ", - განაცხადა ყიფშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა