გრიგოლ ვაშაძე - ეს დავით გარეჯის ისტორია კი არ არის, ეს წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორიაა, ისევე როგორც საბურავების დაწვა, როგორც  ჟვანიას საქმის ექსპერტის ციხეში ყოფნა

ეს დავით გარეჯის ისტორია კი არ არის, ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორია, ისევე როგორც საბურავების დაწვა, ისევე როგორც ჟვანიას საქმის ექსპერტის ციხეში ყოფნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ყოფილმა თანამშრომელმა იცის რა ადამიანი, როგორი პატრიოტია ივერი მელაშვილი.

„ზუსტად ამიტომ პატრიოტი, ენციკლოპედიური ცოდნით, უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტიუციური მეხსიერების პატრონი ივერი მელაშვილი გაწირეს ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის. ის აუცილებლად გამოვა და აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ახლა ივერი მელაშვილია. ყველამ რომ თავი დაანებოს, მე არ მოვეშვები ამ საქმეს. ჩვენი პარტნიორები სასაზღვრო კომისიებიდან მეხვეწებოდნენ ივერი მელაშვილის კომისიებიდან გაყვანას, ვციტირებ „მისი უკიდურესად ხისტი პოზიცისი გამო“. ეს ადამიანი კბილებით იცავდა საქართველოს საზღვრებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა