ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლების შეცვლის პირველი დღიდან დავიწყებთ მართლმსაჯულების დეპოლიტიზებას

პარტია “ლელოს საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის ახლა წამოწევა ეჭვს იწვევს, რომ ეს საქმე საარჩევნო მიზნებს უკავშირდება.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა მართლმსაჯულების დეპოლიტიზირებას დაიწყებს და აღნიშნულ საკითხს დამოუკიდებელი პროკურატურა შეაფასებს.

„არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გარეჯის თემის ასეთი სიმწვავით წამოწევა და ადამიანების დაკავება პირდაპირ აღძრავს ეჭვს, რომ ეს არის საარჩევნო მიზნებით გაკეთებული - “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სარგებლის მოტანის მიზნით. ასე რომ, ჩვენ როგორც ვთქვით, ჩატარდება არჩევნები, სადაც “ლელო საქართველოსთვის” იქნება წამყვანი ძალა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. პირველი დღიდან დავიწყებთ მართლმსაჯულების დეპოლიტიზებას, რის შემდეგაც დამოუკიდებელი პროკურატურა შეაფასებს ყველა ამ პროცესს და გვექნება ობიექტური სურათი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა