ლევან ბოძაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნების იგნორირების ნაწილში „ნაცმოძრაობის“ პრაქტიკას იმეორებს

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებას ქვეყანა ევროინტეგრაციული პროცესის შეფერხებისკენ მიჰყავს.

ბოძაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნების იგნორირების ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკას იმეორებს.

„ევროკავშირმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირება სასამართლოს ნაწილში პირდაპირ კავშირშია ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის განვითარებასთან. ევროკავშირისა და ამერიკისთვის სასამართლო არის და რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამ თვალსაზრისით, ვენეციის კომისიის დასკვნები მათთვის სახელმძღვანელოა. დასკვნის იგნორირებას ნეგატიური გავლენა ექნება ასევე ევროპის საბჭოს მონიტორინგის მოხსენებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველომ თავი დააღწიოს ამ 20-წლიან მონიტორინგს და გადავიდეს სრულფასოვანი დემოკრატიის ქვეყნების სიაში. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან ერთად, სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ მონიტორინგიდან თავის დაღწევის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. ამის გარეშე, საქართველოს ევრომომავალი ვერ შედგება.

ამასთან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკას ვენეციის კომისიის დასკვნების იგნორირების ნაწილში. 2010 წელის ოქტომბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, პარლამენტმა ისე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, რომ არ დაელოდა დასკვნას. ახლაც პრაქტიკულად იგივე გააკეთა პარლამენტმა, თუმცა შეეძლო რიგგარეშე სესიის მოწვევა და მესამე მოსმენით ცვლილებების მიღება და არა ნაჩქარევად, 30 სექტემბერს, როდესაც რეგლამენტით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სასესიო ვადა ამოიწურა”, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი დასკვნა გამოქვეყნა. დასკვნის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით წავიდა, როდესაც ფარული კენჭისყრა გააუქმა და უზრუნველყო, რომ ყველა ხმას თანდართული უნდა ჰქონოდა წერილობითი დასაბუთება, რაც ამასთანავე, საჯარო ინფორმაცია გახდა. თუმცა კომისიის განმარტებით, ჯერ კიდევ რჩება ვენეციის კომისიის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც კანონში ასახული არ არის და შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა