ილჰამ ალიევი - სტატუს-კვოს საკითხი აღარ არსებობს, ჩვენ ის შევცვალეთ ბრძოლის ველზე, ეს ჩვენი ისტორიული გამარჯვებაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სტატუს-კვო აღარ არსებობს და ის აზერბაიჯანის მხარემ ბრძოლის ველზე შეცვალა.

„სტატუს-კვოს საკითხი აღარ არსებობს. ჩვენ ის შევცვალეთ ბრძოლის ველზე. არ არსებობს შეხების ხაზი, ჩვენ ის გავარღვიეთ. ეს ჩვენი ისტორიული გამარჯვებაა“, - წერს ალიევი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მისი ეს განცხადება მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად გაჟღერდა, სადაც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის ვითარებაზე უკვე რამდენიმე საათია მსჯელობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა