ილჰამ ალიევი - ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა

28 წელია საერთაშორისო შუამავლობაში ვართ. ეუთოს მინსკის ჯგუფის „მოქმედება“ სინამდვილეში არის პასიური ფორმა 28 წლის განმავლობაში, 1992 წლიდან და ამ შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს საფრანგეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა კონფლიქტს აუარესებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი კონფლიქტის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.

„თურქეთი რეგიონში სტაბილურობის დამყარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კუთხით. ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს პარტნიორი და მოკავშირე და აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი მოხარულია, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, მოკავშირე და ძმა, როგორიც თურქეთია. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ სომხეთი საფრანგეთს საკუთარ მოკავშირედ თვლის და საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სომხეთს უჭერს მხარს,“- აღნიშნა ალიევმა.

მისივე მტკიცებით, აზერბაიჯანის მიზანი საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის გათავისუფლებაა.

იხილეთ ვიდეო: ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა - ილჰამ ალიევი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა