გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. როგორც ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი - 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკული სამი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ენდელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა