აზერბაიჯანის თავდასხმას კიდევ 28 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 404-მდე გაიზარდა.