გიორგი გახარია - იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავიცვათ ღირსეული გამარჯვება, არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას

იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქლაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავიცვათ ღირსეული გამარჯვება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 31 ოქტომბერს ქვეყნის მომავალი წყდება.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. ჩვენ, იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ უნდა დავიცვათ ღირსეული გამარჯვება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას. ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ სვანებო“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა