აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სომხეთის არმია აღდერე-ერტერისა და ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადა. გარდა ამისა, ჩვენი რამდენიმე დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა