თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად აღდგება და გარემონტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები, რომლებიც შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზიდან თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ. მათი ცნობით, საავიაციო ქარხანამ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენები გაარემონტა და შეაკეთა, რის შედეგადაც ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული ტიპის შვეულმფრენზე მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ასევე, ჩატარდა „დელტას“ კუთვნილი სარემონტო საამქროებისა და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტება.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოიერიშე შვეულმფრენების კაპიტალურად გარემონტება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2019 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებებს, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსებს, საფრენ აპარატებსა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულფრენების მი-8 მტვ, UH -1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!