საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა განხორციელდეს და მკაცრად გაკონტროლდეს

საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებები სამუდამოდ დასრულდეს.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა განხორციელდეს და მკაცრად გაკონტროლდეს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების სამუდამოდ დასასრულებლად პირობები შეიქმნას,“- აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის აგნეს ფონ დერ მუჰლის განცხადებაში.

მისივე თქმით, არსებითი დისკუსიები, რომელშიც მხარეები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მონაწილეობდნენ, უპირობოდ უნდა განახლდეს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა განხორციელდეს და მკაცრად გაკონტროლდეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა