ბადრი ჯაფარიძე - ერთადერთი გამოსავალი არის დინამიური ცვილილებები კეთილდღეობისთვის

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ჯაფარიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ხედვები გააცნო.

“შეხვედრა გვქონდა ჩემს ამომრჩევლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც მთავარია, ასევე, ვისაუბრეთ გამოსავლის გზებზე და იმაზე, რომ ყველა უნდა მოვიდეს 31 ოქტომბერს და ხმა მისცეს თავისი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც “ქართული ოცნების” მიერ აღმოჩნდა. ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და ენერგიის მომცემია. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდამჭერას და ჩვენ ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ბადრი ჯაფარიძე მოვიწვიეთ ჩვენ, რადგან ამ პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. ეს ადამიანი არის იმედის მომცემი და არ იძლევა ფუჭ დაპირებას. მასში არის სიმართლე და მომავლის იმედი. მე მჯერა მისი და ჩემი მესიჯია, რომ მოვუსმინოთ მას და მივცეთ ხმა,”- განაცხადა პარტიის მხარდამჭერმა თეონა როშნიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა