ოქტომბერში სამუშაო ადგილი 76 ათასმა რუსეთის მოქალაქემ დაკარგა
რუსეთში უმუშევართა ოდენობა, მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 76 ათასი ადმიანით გაიზარდა. ამის შესახებ გაზეთი ~კომერსანტი~ რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
;სექტემბერთან შედარებით უმუშევრობის ზრდის ტემპმა 8,7 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლია.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც რუსეთში; სამუშაო ადგილების შემცირების მონიტორინგს ახორციელებს, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, სამსახური კიდევ 200 ათასმა მოქალაქემ დაკარგოს.
;მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს სულ ეკონომიკური აქტივობის მქონე მოსახლეობის რიცხვა 76,2 მლნ შეადგინა, საიდანაც 4,6 მლნ უმუშევარი იყო.
;გაზეთი ~ვედომოსტის~ ინფორმაციით, კონსალტინგური კომპანია ~Eრნსტ & Yოუნგ~-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, თანამშრომლები რუსეთში მომუშავე მსხვილი კომპანიების მინიმუმ 11-მა პროცენტმა შეამცირა. უახლოეს ნახევარწელიწადში შემცირება დაგეგმილია კომპანიების 34 პროცენტში.
Eრნსტ & Yოუნგ-ის გამოკითხვაში იმ 113 კომპანიმ მიიღო მონაწლეობა, რომელებსაც ექსპერტები ყველაზე მყარ დამსაქმებლად მიიჩნვენ.