ანონსი  12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N93 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას გაეცნობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქუჩა N22-თან.

საკონტაქტო: ნინო გულბათაშვილი - 595 169 163

12 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში, საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: დარღვევები და ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიაში.

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ტრადიციულ ბრიფინგს გამართავს.

თემა: დემოკრატია.

მის.: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვეული საარჩევნო კოდექსი.

მის.: მოსკოვის გამზირი 23

საკონტაქტო: ირაკლი - 555 602 634

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

მის.: კახიძის #15

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ყარაბაღის კონფლიქტი და ვითარება რეგიონში: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე მიმდინარე იერიშები - მოვლენების რა სცენარით განვითარებაა მოსალოდნელი.

დავით გარეჯის საქმე.

მის.: კოსტავას ქ.47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის.: მ. ლერმონტოვის ქ. 10

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.

თემა: „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულთა აქცია ჩატარდება.

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარე ეკა ბესელია საარჩევო კამპანიის დროს პარტიის მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: პარლამენტი, ბიუროს ოთახის მიმდებარედ.

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ახალი ინტერნეტ პლათფორმის პრეზენტაციას - „შენ პარლამენტში“ გამართავს.

მის.: ჭავჭავაძის 46

საკონტაქტო: 577624445

12 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ევროკავშირის პროგრამის „Skills4Job”-ის ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save The Children) ახალგაზრდობის სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, ახალი პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ გახსნით ღონისძიებას გამართავენ.

მის.: The Biltmore Hotel Tbilisi. (შოთა რუსთაველის გამზირი 29 ).

საკონტაქტო: მარიამ ქებაძე - 591 22 44 57

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო", ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის და ევროპული საქართველო - რეგიონების სხდომა გაიმართება.

თემა: „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბორჯომში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანტონ ობოლაშვილს წარადგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს და ქვეყანაში ვეტერანთა მიმართ სწორი პოლიტიკის შემუშავებასა და კანონში ცვლილებების შეტანაზე ისაუბრებს.

მის: ყაზბეგის 47

საკონტაქტო: 557494724

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატს ანტონ ობოლაშვილს ახალციხეში წარადგენს.

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატს ანტონ ობოლაშვილის ადიგენში წარადგენს.

12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ხატია დეკანოიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ეკა ბესელია (სამართლიანობისთვის), დეა მეტრეველი (ლელო საქართველოსთვის), ქეთი თურაზაშვილი (მოქალაქეები) და თეონა ჭალიძე (სტრატეგია აღმაშენებელი) სასტუმრო „რუმსში“ გამართავენ შეხვედრას.

თემა: „ქალი კანდიდატების შეხვედრა მრავალპარტიულ ფორმატში: წინასაარჩევნო პროგრამები და გარემო".

შეხვედრაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები.

მის: კოსტავას ქ.14

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეანიმატოლოგთა ჯგუფს შეხვდება.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. 144 , მე-8 სართული

საკონტაქტო : 599 04 47 12

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ახალი ფორმატის „შენი ამომრჩევლის“ ფარგლებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, ორგანიზაციის კურსდამთავრებულებსა და ექსპერტებს შორის პირველი შეხვედრა შედგება.

თემა: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და წინასაარჩევნო გარემო.

მის.: კოსტავას 75ბ

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი -599 88 15 05

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა