კახა კახიშვილი - გუნდში არ განხილულა ასეთი პოზიცია, დავნიშნოთ თუ არა კახიშვილი იუსტიციის მინისტრად

გუნდში არ განხილულა ასეთი პოზიცია, დავნიშნოთ თუ არა კახიშვილი იუსტიციის მინისტრად , - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კახიშვილის თქმით, მსგავსი მოსაზრებები გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ გულშემატკივრები კონკრეტულ თანამდებობებზე ხედავდნენ.

მისივე განცხადებით, პროკურორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

„შეიძლება, გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე უფრო მხედავდნენ და ამიტომ საკუთარ პოზიციას აზიარებდნენ სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში. მინდა გითხათ, რომ რეალურად ასეთი საკითხი არ ყოფილა, რომ განვიხილებოდე გენპროკურორად ან თუნდაც, თვითონ მქონდა ამის სურვილი. იუსტიციის მინისტრობაზეც შემიძლია, იგივე გითხრათ, რომ გუნდში ასეთი პოზიცია არ განხილულა-დავნიშნოთ, თუ არა კახიშვილი იუსტიციის მინისტრად.

პროკურორობას გარდა სურვილისა, ბევრი სხვა რამ სჭირდება. ეს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა. ამავდროულად, პროკურორობის სურვილი გაქვს თუ არ გაქვს, პროკურორად არჩევას წესები განსაზღვრავს. სიმართლე გითხრათ, კონკურსში მონაწილეობის მიღება არ მინდოდა. ჩემი საკთარი მოსაზრებები იყო, რადგან პირველად, როდესაც ეს თანამდებობა ვაკანტური იყო, სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, მაშინ სასჯელაღსრულების რეფორმაზე ვმუშაობდი და ბუნებრივად, მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი, სურვილი არ მქონდა სხვა სამსახურში გადასვლის. მეორე შემთხვევაშიც იგივე იყო. ალბათ, არ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც თავისუფალი ვიყავი და შემეძლო, რომ გადაწყვეტილება მიმეღო“,- აღნიშნა კახიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე: „გაჩნდა, მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე არ გენდობოდათ“, კახიშვილმა უპასუხა, რომ ის მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და შესაბამისად, აღნიშნული სწორედ გუნდისა და პარტიის თავმჯდომარის ნდობას უკავშირდება.

„გუნდის თავმჯდომარე რომ არ მენდობოდეს, ვფიქრობ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და რთულ დარგს, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ჰქვია არ ჩამაბარებდა. ეს პირველ რიგში, უკავშირდებოდა პარტიის თავმჯდომარისა და გუნდის მხრიდან ნდობას“,- აღნიშნა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა