ივერი მელაშვილის მეუღლე - დიდი სურვილი გვაქვს, პატრიარქთან შეხვედრა მოვახერხოთ

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლეს, თამარ მელაშვილს პატრიარქთან შეხვედრის სურვილი აქვს.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ სასულიერო პირების უმეტესობას არ ექნება მათ მიმართ ის დამოკიდებულება, როგორიც აქვს მამა კირიონს.

„ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ პატრიარქთან შეხვედრა მოვახერხოთ და გვინდა ამ ყველაფრის შესახებ მივაწოდოთ მას ინფორმაცია და გავიგოთ მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

ზოგი ამბობს, რომ ეს არის ვითომ საპატრიარქოს დამოკიდებულება, მაგრამ მე არ მგონია ეს ასე იყოს, რადგან ისინი არიან სულიერი მამები და მათ კარგად იციან, რომ უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულება დიდი ცოდვაა და მე ეჭვი მეპარება, ბევრი სასულიერო პირი ფიქრობდეს ასე. მე მგონია, რომ სულ ის ერთი-ორი ადამიანია, რომლებმაც რაღაც თავის შეცდომის თუ ვიღაცის დავალების გამო ასეთი რამ ჩაიდინეს და ასეთი ბრალი წაუყენეს. მამა კირიონს უთქვამს, შეიძლება ფული ან რამე აიღოო, ფული რომ აგვეღო ხრუშოვკაში ვიცხოვრებდით, ამ პირობებში, რა პირობებშიც ვართ? თვითონ კარგი ქონება ჰქონია, ეს გავიგე და ვინ იღებს ფულს დავალელებში, ეს კიდევ გასარკვევია და ეს უნდა იქით გამოძიონ. მართალია სასულიერო მოღვაწეები არიან და სულ ვერიდები მათზე რამის თქმას, მაგრამ ყველგან ადამიანები არიან და ყველგან შეიძლება, მოხდეს რაღაც და იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ შეეფერება იმ ადგილს, სადაც არის“, - განაცხადა თამარ მელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა