ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ, რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება.

როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესების კონკრეტული საფუძველი არაა.

„ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება - პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი სახის მობილობის შეზღუდვას, ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ამ პრობლემის ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ისე ღონისძიების დაცვის ხარისხს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილის შორის ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, -აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: დაწესდება თუ არა შეზღუდვები თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა