კორონავირუსის შემთხვევების გამო, განგაშის უმაღლესი დონე საფრანგეთის კიდევ ორ ქალაქში გამოცხადდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქვეყანაში კარანტინის ლოკალურ დონეზე გამოცხადებას არ გამორიცხავს.

„არაფერია გამორიცხული,“- აღნიშნა ჟან კასტექსმა და დასძინა, რომ ქვეყანას კორონავირუსის „ძლიერი მეორე ტალღა“ ემუქრება.

გამოცემა France24-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო განგაშის უმაღლესი დონე საფრანგეთის კიდევ ორ ქალაქში, მონპელიესა და ტულუზაში, გამოცხადდა.

ცნობისათვის, მანამდე განგაშის უმაღლესი დონე პარიზში, მარსელსა და საფრანგეთის კიდევ 4 ქალაქში იყო გამოცხადებული.

Worldometers-ის მონაცემებით, საფრანგეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 734 974 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 100 828 და დაღუპულია 32 683 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის შემთხვევების გამო, განგაშის უმაღლესი დონე საფრანგეთის კიდევ ორ ქალაქში გამოცხადდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა