ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი, ვისაც კოვიდინფიცირებულ პაციენტთან აქვს შეხება, 14 დღე თვითიზოლაციაში ვერ დაყოვნდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი, ვისაც კოვიდინფიცირებულ პაციენტთან აქვს შეხება, 14 დღე თვითიზოლაციაში ვერ დაყოვნდება, რადგან მათი ჩანაცვლება რთულია.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო პერსონალი პანდემის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რის გამოც მათი გაფრთხილებაა საჭირო.

„სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი, ასევე საგანგებო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც კოვიდავადმყოფები გადაჰყავთ და საავადმყოფოებში მათ მობილიზაციას ახდენენ, გადადიან 72 საათიან ტესტირებაზე. ისინი არიან სტრატეგიული ადამიანები, განსაკუთრებით ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფს 14 დღე ვეღარ გააჩერებ იზოლაციაში და ისინი მუდმივ ტესტრირებაზე უნდა იყვნენ, რადგან მათი ჩანაცვლება რთულია. მოგეხსენებათ, ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი გახლავთ სამედიცინო პერსონალი და მათ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა