თეონა ჭალიძე - ბიძინა ივანიშვილის პლაკატი ბარემ საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ

ისანში, მოსკოვის გამზირის 23 ნომერში არსებულ 29-ე საარჩევნო უბანზე "ქართულმა ოცნებამ" მისი მაჟორიტარის პლაკატი საარჩევნო უბანზე გააკრა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სტარტეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია საარჩევნო კოდექსი და ზედ საარჩევნო უბანზე განათავსა პლაკატი.

"ისნის რაიონში 29-ე საარჩევნო უბანთან, ნათლად ვხედავთ, თუ როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექს. მათ „ქართული ოცნების“ ბანერი უშუალოდ საარჩევნო უბანზე განათავსეს. ბატონებო, ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონის უხეში დარღვევა. მოვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან რეაგირება მოახდინოს, მიიღოს შესაბამისი ზომები და ეს ბანერი სასწრაფოდ იქნას ჩამოხსნილი 29-ე საარჩევნო უბნის ფასადიდან. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინიმუმ 25 მეტრი უნდა იყოს დაშორება სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად მანძილი, შესაბამისად აქ 8 მეტრიც კი არ არის დაცული და პირდაპირ საარჩევნო უბანზეა ეს ბანერი განთავსებული, რომელიც არის კანონის უხეში დარღვევა“,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა