აკაკი ბობოხიძე  - დედა აქვს ნატირები ლარს, ადამიანები ყოველდღე, მათ შორის ჩემი შვილებიც იღვიძებენ და მათი ხელფასი ავტომატურად შემცირებულია

სადაა მინისტრი? მე მახსოვს ერთი ანდაზა „თმა გრძელი და ჭკუა მოკლე", ამ თქვენი მინისტრის ანტიპოდია ეს ანდაზა, იმდენივე ჭკუა აქვს, რამდენიც თმა, იმიტომ არ მოდის აქ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკარაურიძეს, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს" ფრაქციების სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კაკაურიძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა და პროფესიონალია, ცუდია, ის, რომ მან ამ ხელისუფლების საქმეების „გაპრავება" დაიწყო.

„თუ გაგიგიათ ასეთი ტერმინი - „კარტა მომცეს"? ძალიან უცნაური ტერმინია. ეს ნიშნავს, რომ თურმე, ადამიანები ვერ ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში, იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ მისცა „კარტა“, სახელფასო ბარათი. ანუ სინამდვილეში, სადღაც გააფორმეს, არც კი იცის რა ბარათი მისცეს. წლების განმავლობაში აუდიტის სამსახურს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში უამრავი ადამიანია გაფორმებული, რომლებმაც არ იციან სად მუშაობენ, რა ფუნქცია აქვთ. ათასობით ადამიანი გყავთ გაფორმებული. ახლა დარწმუნებული ვარ დგანან და ხელისუფლების შეცვლის მოლოდინში აზეპირებინებენ ამ ადამიანებს, სად მუშაობენ, უფროსი ვინაა, კოლეგა ვინაა, მაგრამ მაინც არ უშველით იმიტომ, რომ ერთად თუ შევკრიბავთ იმ სამსახურში გაფორმებულ ადამიანებს, ოთახშიც ვერ დაეტევიან, რომელიც ამ სამსახურისაა. თუ დაგითვლიათ რა ეკონომია შეიძლება გაკეთებულიყო ეს მუქთახორები რომ არ ყავდეს სახელმწიფოს წურბელებად აკიდებული, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების" აქტივისტებად იმუშაონ არჩევნებიდან არჩევნებამდე“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, მან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.

„თქვენ მართლა ნორმალური სპეციალისტი ხართ, უბრალოდ ამ უვარგისი ხელისუფლების ხელში ხართ ჩავარდნილი. ოღონდ, ცუდი რა არის იცით? „გაპრავებას“ იწყებთ. ცუდი საქმე აგკიდეს, რატომ აგკიდეს ეს ცუდი საქმე? სადაა მინისტრი? მე მახსოვს ერთი ანდაზა იყო ასეთი „თმა გრძელი და ჭკუა მოკლეო" და ამ თქვენი მინისტრის ანტიპოდია ეს ანდაზა. იმდენივე ჭკუა აქვს, რამდენიც თმა. იმიტომ არ მოდის აქ. დედა აქვს ნატირები ლარს, ადამიანები ყოველდღე, მათ შორის ჩემი შვილებიც იღვიძებენ და მათი ხელფასი ავტომატურად შემცირებულია", - განაცხადა ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა