კახა კალაძის განცხადებით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ამის შესახებ მან ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს პოტენციალი, საქართველოში შეინარჩუნოს სიმშვიდე და ქვეყანა განავითაროს.

„ახალციხე განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების, მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რისი განმაპირობებელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვაა. ამ ქალაქში დღესაც გვხვდება ისტორიული მეჩეთი, სინაგოგა თუ ეკლესია, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებს და განსაკუთრებულ ხიბლს, ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას სძენს. უდიდეს ისტორიულ ღირებულებებთან ერთად არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ეს ადგილი უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტს ქმნის. ეს ყველაფერი განვითარების უდიდეს პოტენციალს წარმოშობს, რომლის არგამოყენებაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა. განვლილი 8 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდა უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ახალციხეში, ისევე როგორც მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს, განვითარებულ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და მუნიციპალიტეტში დამატებით შემოსავლებს ქმნის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, ბევრია პრობლემა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც 24 საათიანი მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში მოვახერხებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა“,-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა