გიორგი კაკაურიძე - ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა იმართებოდა სწორად და პოსტპანდემიურ პერიოდშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს

საქართველოს ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა იმართებოდა სწორად და პოსტპანდემიურ პერიოდშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეკონომიკის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში „ევროპული საქართველოს" ფრაქციების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული ის, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ექნება როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით.

„ოპოზიციას აქვს თავისი შეფასებები, თუმცა ვხედავთ, რომ პანდემიამდე ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური პარამეტრები და ის, რომ რეიტინგი შეგვინარჩუნა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო - სარეიტინგო კომპანიებმა, არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა იმართებოდა სწორად და პოსტპანდემიურ პერიოდშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეკონომიკის აღდგენა, დასრულდეს რეფორმები, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ეკონომიკური პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის",- განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები, კაკაურიძე ამბობს, რომ „არასერიოზულ განცხადებებს ვუსმენთ ხოლმე".

„სამწუხაროდ, ქვეყანას არ აქვს რესურსი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გაზარდოს. საჯარო მოხელეებს აქვს საკმაოდ დაბალი ხელფასი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2017 წელს ნომინალურ გამოხატულებაში ამ ხელფასების შემცირება მოხდა. როგორც კი ქვეყანას გაუჩნდება საშუალება, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდოს, ეს აუცილებლად აისახება ბიუჯეტში",- განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო