ქუთაისის ოპერის თეატრის 52-ე სეზონი ღია ცის ქვეშ გაიხსნება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 14 ოქტომბერს 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის ოპერის თეატრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით გაიხსნება, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“ გაიმართება.

„კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

კონცერტს, რომლის პროგრამაშია მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკა, წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. დასაწყისი 16 საათზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო